კიევის სამიდნარეო პორტმა ახალი პროგრამა დაანონსა, რომელიც ქალაქის სტუმრებს და ადგილობრივებს საშუალებას მისცემს 7 საათიანი კრუიზული ტურისტული მარშრუტით ისარგებლონ. როგორც პორტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, მგზავრებს საკმაოდ სასიამოვნო დასვენება ელოდებათ. მარშრუტი მდინარე დნდეპრზე გასეირნების გარდა კიევის ზღვაში (კიევის წყალსაცავი) და მეჟიგორაში შესვლასაც ითვალისწინებს.
თბომავალი მე-13 ნავმისადგომიდან 11:00 საათზე გავა და კიევის სამდინარო ვაგზალში 19:00 საათზე დაბრუნდება.
კრუიზის ღირებულება 400 გრივნაა, ხოლო ბავშვებისათვის 200 გრივნა. „მეჟიგორის“ პარკში შესვლა კი დამატებით თანხებთანაა დაკავშირებული.