სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხუთშაბათს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს ურჩია, გაეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობიდან გენერალური შტაბის უფროსი, მოვსეს აკოფიანი.
"მე შევთავაზე პრეზიდენტს გაეშვა თანამდებობიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და გადაეყვანა სხვა თანამდებობაზე“ - განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მოხდა.
"დღეს დაინიშნება გენერალური შტაბის ახალი უფროსი" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.