აშშ-ის სამხედრო სამსახურმა არ დაადასტურა სირიის სამთავრობო არმიის კოალიციურ ძალებზე დარტყმის მონაწილეობა.
"ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია აშშ-ის მიერ განხორციელებული ამ დარტყმების შესახებ“ - ციტირებს სააგენტო აშშ-ის ცენტრალური სამხედრო სარდლობის წარმომადგენელის ბილ ურბანას სიტყვებს.
მანამდე, სააგენტო „Reuters“-ი იტყობინებოდა, რომ მდინარე ევფრატის დასავლეთით 100 კილომეტრის მოშორებით სირიის პროვინცია დეირ-ედ-ზორში საერთაშორისო კოალიციამ აშშ-ს მეთაურობით განახორციელა საჰაერო ავიადარტყმები სირიელ სამხედროებზე "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკების კონცენტრაციის დროს.
23 მაისს, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფეისალ მიკდადმა განაცხადა, რომ საერთაშორისო კოალიცია განზრახ ბომბავს ნავთობის ჭაბურღილებს სირიის ტერიტორიაზე. მისივე თქმით, ეს იმისთვის ხდება, რომ არაბული რესპუბლიკის ხელისუფლებამ ვერ შეძლოს ბუნებრივი რესურსების გამოყენება.