გერმანია განაგრძობს ირანული ბირთვული პროგრამის ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის პატივისცემას. განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.
"რაც შეეხება შეთანხმებას ირანის შესახებ, ის რასაკვირველია არაა იდეალური, თუმცა სხვა ვარიანტები - კიდევ უფრო არასტაბილურია, ამიტომ ჩვენ ყველანი პატივს ვცემთ ამ შეთანხმებას“ - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ჩინეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან ლი კეციანთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე.