ამერიკული კორპორაცია Boeing-თვის სიმაღლის სამართავ საჭეს თურქული კომპანია დაამზადებს. დღეს თურქულ აეროკოსმოსური ნაწილების მწარმოებელ სახელმწიფო კომპანია TUSAS/TAI-სა და Boeing-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც Boeing 737 MAX-თვის სიმაღლის სამართავი საჭის წარმოება თურქეთში განხორციელდება.