უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა მთავრობათაშორისი ხელშეკრულება თურქეთთან სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შესახებ.
ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მთავრობის სხდომაზე კიევში ოთხშაბათს.
როგორც ცნობილია, 2016 წლის დეკემბერს უკრაინამ და თურქეთმა ხელი მოაწერეს მთავრობათაშორის ოქმს, ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ.
ანკარა ხუთი წლის განმავლობაში ყოველწლიურად გამოყოფს კიევისთვის თანხებს, რათა შეიძინონ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საჭირო თურქული სამხედრო დანიშნულების საქონელი.
2017 წელს, მთავრობამ დაამტკიცა შეთანხმება ანკარასთან, რათა მიენიჭოს უკრაინას 2017-2021 თურქული სამხედრო დახმარება 15 მილიონი დოლარის ოდენობით.