იტალიაში, ქალაქ მედინაში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
არსებული ინფორმაციით, 22 წლის დაკავებული ქალაქის ცენტრში არაფხიზელ მდგომარეობაში გადაადგილდებოდა და აგრესიით გამოირჩეოდა.
მან რესტორნის თანამშრომლებსა და გამვლელებს, რომლებიც მის დამშვიდებას ცდილობდნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
საქართველოს მოქალაქემ წინააღმდეგობა ადგილზე მოსულ პოლიციის თანამშრომლებსაც გაუწია, თუმცა სამართალდამცველებმა მისი დაკავება შეძლეს.