აშშ-ს პრეზიდენტი მალე ცნობილი აზერბაიჯანელი მომღერლის ემინის (EMIN) ახალ კლიპში გამოჩნდება.
როგორც EMIN-მა განმარტა, დონალდ ტრამპი მის ახალ კლიპში «Got Me Good» მიიღებს მონაწილეობას.
EMIN-ის თქმით, დონალდ ტრამპი მომღერლის შეთავაზებას მომენტალურად დათანხმდა. „თუმცა მან დასვა კითხვა: პროცესი რამდენ დროს წაიღებდა. მე მივხვდი, რომ თუ კი ვეტყოდი 10 წუთზე მეტს ის აღარ დამთანხმდებოდა“, აცხადებს EMIN.
დონალდ ტრამპის მონაწილეობით სცენარი მოსკოვში The Ritz-Carlton-ის სასტუმროში მართლაც 10 წუთში გადაიღეს. კლიპის პრეზენტაცია კი დაახლოებით ერთ თვეში იგეგმება.
„მასში ფიგურირებს ტრამპი და ყველაფერი რაც დღეს პოლიტიკურ მოედანზე ხდება. ვფიქრობ, რომ ეს კლიპი იქნება ყველაზე საუკეთესო, რაც კი აქამდე გადამიღია“, აცხადებს EMIN.
აღსანიშნავია, რომ EMIN-ის კლიპში დონალდ ტრამპი უკვე მეორედ გამოჩნდება. ტრამპმა „მის სამყაროს“ მონაწილეებთან ერთად, 2013 წელს უკვე მიიღო მონაწილეობა EMIN-ის "In Another Life"-ს გადაღებებში.
შეგახსენებთ, რომ EMIN 1-ელ ივნისს თბილისის საკონცერტო დარბაზში მართავს კონცერტს, სადაც ქართველ მსმენელს ბევრ სიურპრიზს ჰპირდება.
