სამხრეთ კორეის ჟურნალისტების ჯგუფი სახელმწიფო თვითმფრინავით გაფრინდა ჩრდილოეთ კორეაში, რათა გააშუქონ ფხუნგერის ბირთვული პოლიგონის დემონტაჟი.
მანამდე ჟურნალისტები ჩავიდნენ ჩრდილოეთ კორეაში ჩინეთიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და რუსეთიდან. ისინი პეკინიდან ვონსანში გადაიყვანეს.
მედიის ცნობით, ვონსანიდან ფხუნგერიმდე მგზავრობას 12 საათი სჭირდება სპეცმატარებლით. შემდეგ 4 საათი ავტობუსით და 2 საათი ფეხით.
ცნობისთვის, ჩრდილოთ კორეამ მიიღო გადაწყვეტილება 23-25 მაისს დაეხურა ბირთვული პოლიგონი „ფხუნგერი“. იგეგმება პოლიგონის შესასვლელის სრული განადგურება, ასევე მიმდებარე ობიექტების. ტერიტორიიდან გაყვანილი იქნება ყველა მომუშავე პერსონალი და დაცვის თანამშრომელი. აფეთქდება პოლიგონის საცდელი მაღარო, რის შემდეგაც მოხდება მიწისქვეშა ნარჩენების გატანა. არსებულ ბირთვულ პოლიგონზე ჩრდილოეთ კორეამ 6 ბირთვული გამოცდა ჩაატარა.