ავსტრიაში ერთ-ერთმა სასტუმრომ სტუმრების მისაზიდად ორიგინალურ ხერხს მიმართა. როგორც უცხოური მედია წერს, ავსტრიის ქალაქ გრაციში მდებარე სასტუმროს Novapark-ის მენეჯმენტმა გადაწყვიტა სასტუმროს სახურავზე თვითმფრინავი განეთავსებინა.
სასტუმროს ადმინისტრაციამ „ილ-62“-ის სახურავზე განთავსების კადრები ინტერნეტით გაავრცელა, რასაც საკმაოდ ბევრი გამოხმაურება მოყვა.