"ოპეკი +"-ის შეთანხმების მონაწილეებმა შესაძლოა გადახედონ გარიგების პირობებს ვენესუელაში ნავთობის მოპოვების შემცირების ფონზე. ამის შესახებ იუწყება Reuters კარტელის წყაროზე დაყრდნობით.
ოპეკი ყურადღებით ადევნებს თვალს ვენესუელაში ნავთობის წარმოების შემცირებას, რათა დარწმუნდეს გარიგების მიმდინარე პირობების მიზანშეწონილობაში.
წყარო ირწმუნება, რომ ლათინო ამერიკულ ქვეყანაში არსებულ ვითარებას აუცილებლად განიხილავენ ოპეკის შეხვედრაზე ივნისის თვეში.
დღეისათვის ვენესუელაში ნავთობის მოპოვებამ აპრილის თვის შედეგებით შეადგინა 1,505 მლნ ბარელი/დღე-ღამეში, რაც თითქმის 500 ათასი ბარელით/დღე-ღამეში ნაკლებია ოპეკის ფასობრივ მაჩვენებელთან შედარებით.
"თუ ბაზარზე დაძაბულობა გაძლიერდება, აუცილებელი გახდება გატარდეს გარკვეული კორექტირება", - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.
ამავე დროს, ოპეკი ჯერ არ არის დარწმუნებული, რომ შეთანხმების ცვლილება უკვე ივნისის თვეში გამართლებული იქნება. "ჩვენ ისე უნდა მოვიქცეთ, რომ შეთანხმება გაგრძელდეს".