აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი, მაიკ პენსი „Fox News“-სთან მიცემულ ინტერვიუში აფრთხილებს ჩრდილოეთ კლორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს, რათა არ „ითამაშოს“ ამერიკის პრეზიდენტთან, მათი შეხვედრის დროს, რომელიც 12 ივნისაა დანიშნული.
"კიმ ჩენ ინის მხრიდან იქნებოდა დიდი შეცდომა ეფიქრა, რომ მას შეუძლია ითამაშოს დონალდ ტრამპთან“ - ციტირებს პენსის სიტყვებს ტელეარხი. კითხვაზე შეუძლია თუ არა ტრამპს უარი თქვას შეხვედრაზე, ვიცე-პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ამის შესაძლებლობა რასაკვირველია არსებობს.
„მე არ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი ფიქრობს თვითრეკლამაზე, ის ფიქრობს მსოფლიოზე“ - დასძინა პენსმა.
ჩრდილოეთ კორეის და აშშ-ს შორის საზოგადოებრივი კონფრონტაციის ახალი რაუნდი დაიწყო მას შემდეგ, რაც ახლახანს დანიშნულმა ტრამპის მრჩეველმა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზაცია, შესაძლოა „ლიბიის სცენარით“ განვითარდეს.
ამგვარი განცხადებები აშფოთებს ფხენიანს. ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი 2003 წელს დათანხმდა საერთაშორისო გადამოწმებას, რათა დაემტკიცებინა, რომ მისმა ქვეყანამ მთლიანად აღმოფხვრა ბირთვული პროგრამა მისგან სანქციების მოხსნის სანაცვლოდ.