„ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ტატო გეთიას ინფორმაციით, კლუბისთვის ლუქის მოხსნა რამდენიმე დღით გადაიდო.
მისივე თქმით, საქმის გამომძიებელმა მას დაურეკა და უთხრა, რომ 23-ში, 12:00 საათზე "ბასიანის" შესასვლელთან შეხვდებოდა და გადასცემა კლუბის გასაღებს, თუმცა, მისივე თქმით, ზუსტად 15 წუთში მან ისევ დაურეკა და უთხრა, რომ კლუბის გახსნა რამდენიმე დღით გადაიდო.
„ზუსტად 15 წუთში გადმომირეკა ძალიან ანერვიულებულმა, უხერხულ სიტუაციაში მყოფმა და მითხრა, რომ კლუბის გახსნა რამდენიმე დღით რაღაც გარკვეული ვადებით გადაიდო. ასევე, მთხოვა, რომ მოვაძებნინო ზვიდ გელბახიანი, ან ტელეფონს უპასუხოს გელბახიანმა.
ეს არის ფაქტი იმისა, რომ სამინისტრო არის შოკში, მთელი ეს პროცესი იყო პოლიტიკური აქტი, პოლიტიკური რეპრესია. ისინი ახლაც ვერ ხვდებიან, რა უნდა ქნან და როგორ უნდა ქნან, უკვე საბავშო ბაღს ემსგავსება ეს ყველაფერი და ჩვენ ამ ყველაფერზე გვექნება ძალიან მკაცრი და მტკიცე პოზიცია“, – განაცხადა გეთიამ.
ცნობისთვის, კაფე „გალერის“ სამართლადამცავებმა ლუქი უკვე მოხსნეს. როგორც „გალერიში“ აღნიშნავენ, სტუმრების მიღებას კვირის ბოლოსთვის შეძლებენ.