არცერთ სხვა განვითარებულ ქვეყანაში არ ხდება ისეთი რაოდენობის „სასკოლო ინცინდენტები" იარაღის გამოყენებით, როგორც აშშ-ში: 9 წლის განმავლობაში ამერიკულ სასწავლო დაწესებულებებში 288-ჯერ ისროლეს. ეს არის CNN-ის ექსპერტების დასკვნა. იუწყება ტელეარხი.
"2009 წლის 1 იანვრიდან აშშ-ში მოხდა სულ მცირე 288 შემთხვევა იარაღის გამოყენებით. ეს ციფრი აერთიანებს მხოლოდ იმ შემთხვევებს, როცა ინცინდენტის დროს თუნდაც ერთი ადამიანი დაშავდა“ - ნათქვამია განცხადებაში.
შედარებისთვის, ჟურნალისტებმა დაასახელეს შემთხვევები კანადაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, გერმანიასა და იაპონიაში. პირველ სამეულში, სკოლაში ცეცხლის გახსნის ფაქტი მთელი პერიოდის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ დაფიქსირდა, ხოლო მეორე სამ ქვეყანაში მსგავსი ფაქტი სკოლაში საერთოდ არ დაფიქსირებულა.
ამგვარად, ამერიკულ სკოლებში, სროლის ინციდენტები ხდება 57 პროცენტით უფრო ხშირად ვიდრე ყველა ერთად აღებულ ჩამოთვლილ ქვეყანაში. გამოკვლევის ავტორებმა გამოძიებისთვის აიღეს 2009 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 21 მაისამდე პერიოდი. წყაროდ გამოიყენეს სხვადასხვა მონაცემები - არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის ანგარიშებიდან.