ევროპის უმსხვილესი „ლოუ-კოსტერს“ Ryanair-ს 2018 ფინანსურ წელს მოგება 10%-ით გაეზარდა. თუმცა ყოველივე ამან 2019 წლის ფინანსური წლისთვის პესიმისტური პროგნოზები გააჩინა, რადგანაც გაიზარდა ავია საწვავის ფასი, პილოტებს გაეზარდათ ხელფასი და ასევე ბაზარზე გაიზარდა კონკურენციაც.
12 თვის განმავლობაში Ryanair-ის სუფთა მოგებამ 1,45 მლრდ ევრო შეადგინა, ეს იმ ფონზე როდესაც გასული წლის მაჩვენებლებით კომპანიის სუფთა მოგება 1,32 მლრდ დოლარი იყო. აღსანიშნავია, რომ კომპანიის პროგნოზიც სუფთა მოგების დონე სწორედ 1,45 მლრდ ევროს დონეზე იყო.
იმავდროულად საანგარიშო პერიოდში კომპანიის შემოსავალი გაიზარდა 8%-ით, 7,165 მლრდ ევრომდე.
სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2018 ფინანსურ წელს კომპანიამ 130,3 მლნ მგზავრი გადაიყვანა, რაც გასული ფინანსური წლის მაჩვენებლებს 9%-ით აჭარბებს.
ასევე, ამავე პერიოდში ბილეთის საშუალო ღირებულება, ბარგის გათვალისწინებით, 3%-ით შემცირდა და 39,4 ევრო შეადგინა.
ამავე პერიოდში პილოტების დეფიციტის გამო ავიაკომპანია იძულებული გახდა 20 ათასამდე რეისი გადაედო.
Ryanair-ის ფინანსური წელის 1-ელ აპრილს დაიწყო და კომპანიის გათვლებით წელს სუფთა მოგება შემცირდება და ის 1,25 -1,35 მლრდ ევროს ფარგლებში იქნება.