ვულკანმა "მერაპმა" ინდონეზიის კუნძულ იავაზე დღეს დილით ფერფლი 3,5 ათასი მეტრის სიმაღლეზე ამოისროლა. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვულკანმა, რომელიც 30 კილომეტრის მოშორებითაა ქალაქისგან და 520 კილომეტრზე შორს ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტასგან, 11 მაისს ამოისროლა ნაცარი 5,5 კილომეტრის სიმაღლეზე.
ვულკანის გააქტიურებასთან დაკავშირებით ადგილობრივი ვულკანოლოგიის სააგენტოებმა მისი სიმძიმის საშიშროების დონე ორამდე აწიეს.
„გუშინ ღამიდან დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია. მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება“ - იუწყებიან ადგილობრივი სააგენტოები. მათი ცნობით, დაახლოებით 660-მდე ადამიანია გასახლებული ტერიტორიიდან.
ვულკანი "მერაპი" ინდონეზიის ყველაზე აქტიურ ვულკანად მიიჩნევა, რომელიც კუნძულ იავაზე მდებარეობს.