იაპონურმა ელექტრო გიგანტმა "Sony Corp"-მა განაცხადა, რომ პრაქტიკულად ყიდულობს ცნობილ ბრიტანულ ფირმას "EMI Music Publishing"-ს, რომელიც ფლობს და მართავს 2 მილიონი მუსიკალური კომპოზიციის უფლებას. მათ შორის ისეთ ლეგენდარული ჯგუფებისას როგორიცაა ჯგუფი „ქვინი“, მომღერალი ალიშა ქისი და პინკი.
შესყიდვის შემდეგ "Sony Corp"-ი იმედოვნებს, რომ მნიშვნელოვნად გაზრდის შემოსავალს ფასიანი მუსიკის წყალობით, ინტერნეტის გამოყენებით.
კორპორაციის პრეზიდენტმა ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "მიმდინარე ინვესტიციები გააძლერებს ჩვენს პოზიციებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში. ჩვენ გავხდებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია მსოფლიოში, რომელიც მუსიკას გაყიდის."
მიმდინარე წელს "Sony Corp"-ი აპირებს მიიღოს თავისი მუსიკალური ბიზნესიდან 112 მილიარდი იაპონური იენი (1 მილიარდი დოლარი), ხოლო 2020 წელს ის გეგმავს შემოსავალის 130 მილიარდამდე (1,2 მილიარდი დოლარი) გაუმჯობესებას.