უცხო ქვეყნის ჟურნალისტებს, თუკი მათ ამინდმა მისცა საშუალება, უფლება ექნებათ მოიონახულონ ატომური პოლიგონი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში.
„თუკი ამინდი მოგვცემს საშუალებას ჟურნალისტები მოვლენ პოლიგონზე ოთხშაბათს დილით“ - ნათქვამია პროექტის ორგანიზატორის განცხადებაში.
ცნობისთვის, ჩრდილოთ კორეამ მიიღო გადაწყვეტილება 23-25 მაისს დაეხურა ბირთვული პოლიგონი „ფხუნგერი“. იგეგმება პოლიგონის შესასვლელის სრული განადგურება, ასევე მიმდებარე ობიექტების. ტერიტორიიდან გაყვანილი იქნება ყველა მომუშავე პერსონალი და დაცვის თანამშრომელი. აფეთქდება პოლიგონის საცდელი მაღარო, რის შემდეგაც მოხდება მიწისქვეშა ნარჩენების გატანა.
სავარაუდოდ, ბირთვული პოლიგონის გაუქმების ცერემონიალს, რომელზეც ჩრდილოეთ კორეამ ჩაატარა 6 ბირთვული გამოცდა, დაესწრებიან ჟურნალისტები დიდი ბრიტაეთიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან და სამხრეთ კორეადან.