სტამბოლის ათათურქისა და საბიჰა გოგჩენის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 32,2 მლნ მგზავრი შეადგინა. რაც თავის მხრივ 4,8 მლნ მგზავრით მეტია 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, იანვარ-აპრილში სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადმა 21,517 მლნ შეადგინა, საიდანაც 6,292 მლნ. შიდა რეისების მგზავრი იყო, ხოლო 15,226 მლნ საერთაშორისო რეისების მგზავრი.
საანგარიშო პერიოდში საბიჰა გოგჩენის აეროპორტში მგზავრთნაკადმა 10,701 მლნ შეადგინა, საიდანაც 7,239 მლნ შიდა, ხოლო 3,463 მლნ მგზავრი შიდა რეისებზე მოდის.