21 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4365 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4423 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.58 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8641 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8773 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.32 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5341 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.2661 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 22 მაისიდან შევა ძალაში.