შვედეთის მოქალაქეთა დაცვის სააგენტომ პირველად 1961 წლის შემდეგ გამოუშვა ახალი ბროშურა რეკომენდაციებით, როგორ ვიმოქმედოთ კრიზისულ სიტუაციაში, ტერაქტების და ომის დაწყების დროს.
მასში შეტანილია დანართი რომ ბროშურა მალე ხელმოსწავდომი იქნებ ინგლისურ და კიდევ სხვა 13 ენაზე.
შვედეთის ტელეარხმა ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი ბროშურები ბოლოს 1961 გამოქვეყნდა. მის მერე რეკომენდაციები თუ სად უნდა წავიდეთ საგანგებო სიტუაციის დროს, არ გამოცემულა.
„ჩვენ ყველას გვაკისრია ვალდებულება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების შესახებ და გვინდა ვიყოთ მზად იმ შემთხვევაში თუკი მოხდება რაიმე გაუთვალისწინებელი“ - აცხადებენ გამომცემლები.
ბროშურების დარიგება დაიწყება შემდეგი კვრიდან. ასევე არის ინტერნეტ საიტიც, სადაც დაიდება განახლებები მსგავსი ინფორმაციის მიღების მსურველებისთვის.
19 გვერდიანი ბროშურა ასევე მოიცავს ინფორმაციას თუ როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე ტერაქტის დროს. როგორ ავიცილოთ თავიდან გადათელვა და არ დავრეკოთ ტელეფონზე, რათა არ მოვახდინოთ ხაზის გადატვირთვა. ასევე თუ როგორ განვასხვავოთ მცდარი ინფორმაცია და როგორ გადავამოწმოთ მისი ნამდვილობა.