ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქავთარაძის 21 ნომერთან. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად, მოტოციკლის მძღოლი მსუბუქად დაშავდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს