დონალდ ტრამპს აქვს ადამიანების სია, რომელთაც შეუძლიათ მას თეთრ სახლში პირდაპირ დაურეკონ. პირველი ამ სიაში არის დონალდ ტრამპის უფროსი შვილი - უმცროსი ტრამპი. თავის ძმასთან ერიკთან ერთად, რომელიც ასევე არის სიაში შეყვანილი. ისინი მართავენ ტრამპის მთავარ კომპანიას „The Trump Organization“-ს.
ტრამპის სიის კიდევ ერთი წევრის ვინაობა გამოაქვეყნა ჟურნალმა „The New York Times“. ესაა სტივენ შვარცმანი, რომელიც არის კომპანია „Blackstone Group-ის ხელმძღვანელი და პრეზიდენტის ბიზნეს მრჩეველი. შემდეგ მოდის რუპერტ მორდოკი - ტრამპის საყვარელი ტელეარხის „Fox News“-ის ხელმძღვანელი. სავარაუდოდ, რომ სწორედ მან ურჩია პრეზიდენტს თავისი მრჩეველი სტივენ ბენონა თანამდებობიდან დაეთხოვა.
შემდგომ მოდის მილიარდერი ტომ ბარაკი, რომელიც უძრავი ქონების სფეროში მოღვაწეობს. ასევე არის დონალდ ტრამპის ძალიან ახლო მეგობარი და მრჩეველი.
მილიარდერი რობერტ კრაფტი. მას ასევე აქვს პირდაპირი ზარის უფლება პრეზიდენტთან. მიუხედავად იმისა, რომ ის არ იზიარებს დემოკრატიული პარტიის შეხედულებებს, მაინც ითვლება მის უახლოეს მეგობრად . 2016 წელს მან შესწირა 1 მილიონი დოლარი ტრამპის კამპანიას. მისივე სიტყვებით, ისინი ერთმანეთს დაუახლოვდნენ მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, როცა პრეზიდენტი მას ყოველ კვირას ურეკავდა გასამხნევებლად.
სიის ბოლოში არის „Fox News“-ის ტელეწამყვანი შონ ჰანიტი, რომელიც მიიჩნევა ტრამპის ერთ-ერთ უსაყვარლეს პერსონად მედიასივრცეში და ასევე თეთრ სახლში პრეზიდენტის არაოფიციალურ მრჩევლად.