ბრიტანულმა მედიარეგულატორმა “OFCOM“ გახსნა სამი ახალი საგამოძიებო, ტელეკომპანია "RT"-ის წინააღმდეგ. ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
გამოძიება სავარაუდო დარღვევების არსებობის გამო დაწყებულია ტელეარხის 2018 წლის 26 აპრილის და 4 მაისის საინფორმაციო გამოშვების და გადაცემა „Crosstalk“-ის 20 აპრილის გამოშვების წინააღმდეგ.
მანამდე “OFCOM“-მა განაცხადა, რომ აწარმოებდა 7 გამოძიებას. თუმცა ორშაბათს მათი რაოდენობა ათამდე გაიზარდა.
მარეგულირებელი აღნიშნავს, რომ თვითონ ფაქტი გამოძიების დაწყების, არ ნიშნავს რომ მან ჩაიდინა რაიმე სახის დარღვევა და ყველა გამოძიება არ ამტკიცებს ასეთი ფაქტების დაშვებას.
მარტის შუა რიცხვებში, “OFCOM“-მა განაცხადა, რომ გაუგზავნა ტელეარხ "RT"-ს ლიცენზიის მფლობელს წერილი, შესაძლო სანქციების შესახებ „სკრიპალის“ საქმესთან დაკავშირებით. არხის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა გამოთქვა აზრი, რომ "RT"-ის ლიცენზიის შესაძლო გაუქმებას ბრიტანეთში რუსეთის ფედერაცია სარკისებური ეფექტით უპასუხებდა და მან გამოთქვა იმედი, რომ ბრიტანული მხარე არ წავიდოდა ასეთ ნაბიჯებზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ მოგვიანებით განაცხადა, რომ "არც ერთი ბრიტანული მასმედიის საშუალება ჩვენს ქვეყანაში აღარ იმუშავებს, თუკი ბრიტანეთი დახურავს "RT"-ს.
ცნობითვის, რუსეთისა და დიდი ბრიტანეთს შორის ურთიერთობები საგრძნობლად დაიძაბა სოლსბერის ინცინდენტის გამო. ბრიტანული მხარე სკრიპალის მოწამვლის ფაქტში რუსეთს ღიად ადანაშაულებს, თუმცა თავად რუსეთი ამ ფაქტს უარყოფს.