ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის საერთაშორისო კომიტეტმა გამოაქვეყნა მოხსენება „დიდ ბრიტანეთში რუსული კორუფციის“ შესახებ, რომელშიც ის მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებას, სანქციის სიაში შეიყვანონ პირები, რომლებიც კავშირში არიან რუსეთთან.
ანგარიშში სახელწოდებით "მოსკოვის ოქრო: რუსული კორუფცია დიდ ბრიტანეთში“, რომელიც 21 მაისსაა გამოქვეყნებული, კომტეტი ამტკიცებს, რომ „ლონდონის გამოყენება კორუმპირებული პირების აქტივების ბაზიისთვის, მიეკუთვნება ფართომასშტაბიან რუსულ სტრატეგიას და გავლენას ახდენს დიდი ბრიტანეთის ეროვნულ უსაფრთხოებისაზე. ამასთან დაკავშირებით პარლამენტარები მოიწვევენ ხელისუფლებას, რათა გახადონ პრიორიტეტი ეს საკითხი და გაამკაცრონ სანქციები.
"ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დააწესოს სანქციები უმეტესაც იმ პირებზე, რომლებიც კავშირში არიან კრემლთან, ასევე იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან პასუხისმგებლები ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში“ - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ნებისმიერი ნაბიჯი უნდა გადაიდგას ევროკავშირთან, აშშ-სა და სხვა მოკავშირეებთან შეთანხმების საფუძველზე.