მერკელის ყვავილები "დამამცირებელია" - გერმანულმა გაზეთმა „Bild“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ შეხვედრას ორ ლიდერს შორის სოჭის რეზიდენციაში ეწოდება „დიპლომატიური დუელი“, რომლის ფარგლებშიც მხარეები“ცვლიან დარტყმებს“.
ჟურნალისტი ხსნის, თუ რატომ იყო პუტინის მოქმედებაში ჩადებული ფარული დაპირება.
"თითქოს გამოიყურება ეს ჟესტი, როგორც პატივისცემის გამოვლინება, თუმცა სინამდვილეში ეს დამამცირებელია“ - ნათქვამია პუბლიკაციაში. ავტორის თქმით, "სერიოზულ პოლიტიკურ წრეებში არ არის მიზანშეწონილი ყვავილების ჩუქება. სერიოზული სახელმწიფო მოხელეები როგორც წესი - ხელის ჩამორთმევით იფარგლებიან".
პუტინმა თავისი ჟესტით გაუგზავნა მერკელს სიგნალი, რომ ის არის მამაკაცი ხოლო მერკელი - ქალი. ეს ძალზე დამამცირევბელია. წერს გაზეთი „Bild“.
ჟურნალისტი ასევე ამბობს, რომ პუტინის და მერკელის ეს შეხვედრა ეწინააღმდეგება ტრადიციული მაღალი დონის შეხვედრებს.
ცნობისთის, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად სოჭში ჩაფრინდა. პოლიტიკოსებმა განიხილეს ირანის ხელშეკრულება, ასევე სირიის და უკრაინის საკითხი. ანგელა მერკელი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ პუტინს შეხვდა.