კუბაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 20 გარდაცვლილის იდენტიფიკაცია მოხდა. განაცხადა სასამართლო მედიცინის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, სერჰიო რაბელმა პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
"ამ დროისთვის მხოლოდ 20 ადამიანის იდენტიფიცირება მოხდა". ციტირებს რაბელის სიტყვებს გამომცემლობა "La Jornada en Linea". მისივე თქმით, "წინასწარი მონაცემებით გამოძიება დაახლოებით ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება".
ცნობისთვის, 18 მაისს Boeing 737-200, რომელიც ახორციელებდა რეისს ჰავანა - ოლგინი. აფრენიდან მალევე ჩამოვარდა ჰოსე მარტის სახელობის აეროპორტისა და ჰავანას გარეუბანს შორის.
ბორტზე 107 ადამიანი იმყოფებოდა. გადარჩენილი სამი მგზავრიდან სამივე ქალია. ისინი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან.