LG Group-ის ხელმძღვანელი კუ ბონ მუ 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც Yonhap იტყობინება, 2017 წელს ბიზნესმენს ტვინზე რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს. ბოლო პერიოდში კი მისი მდგომარეობა დამძიმდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ანდერძის მიხედვით, ბიზნესმენის მემკვდრე მისი შვილობილი კუ ბონ მუ იქნება.
აღსანიშნავია, რომ უფროსი კუ ბონ მუ იყო LG Group-ის დამფუძნებლის უფროსი შვილი, რომელმაც კომპანია 1995 წელს გადაიბარა.