საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსად ბექა ფერაძე დაინიშნა.
დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე კონკურსით შეირჩა. მოვალოების შესრულებას ახალი თანამდებობის რანგში 2 კვირაში შეუდგება, კონკურსის სააპელაციო ვადის ამოწურვისთანავე.
ბექა ფერაძე 2015 წლიდან, ამავე დეპარტამენტში დეპარტამენტის დაარსებიდან, შრომის ინსპექტორად მუშაობდა.