საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საზღვარგარეთ მცხოვბრებ ბერძნებს მიეცეთ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება, რომელიც ჩატარდება კანონით დადგენილ დროს, 2019 წლის სექტემბერში.
არჩევნების შესახებ საკითხი პრემიერმა საბერძნეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას წამოწია.
ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს და აცხადებს, რომ უნდა მიეცეთ ხმის მიცემის უფლება ბერძნებს, რომლებიც არიან შესული საარჩევნო სიებში, თუმცა ცხოვრობენ საზღვარგარეთ. ფარგლებს გარეთ 5 მილიონამდე ბერძენი ცხოვრობს, ათობით ათასი მათგანი დარეგისტრირებულია საბერძნეთის საარჩევნო სიებში.
„მინდა მივმართო ამ ხალხს ტრიბუნიდან. განსაკუთრებით მათ, ვისაც ბოლო წლების განმავლობაში მოუწია მიგრაციაში ცხოვრება, რომელიც საკუთარმა სახელმწიფომ გააქცია, რომ ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც მიანიჭებს მათ უფლებას არჩევნებში ხმის მიცემის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან ქვეყნის ფარგლებში" - განაცხადა ალექსის ციპრასმა.