დღეს, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 2 წელი გავიდა. ის 2017 წლის 19 მაისს, აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში რამდენიმე გასროლით რუსმა სამხედრომ კანჯი-ოღლიმ მოკლა. აღნიშნულ პირზე ინტერპოლით ძებნაა გამოცხადებული.
მკვლელობიდან 2 წლის თავზეც, ოჯახის მოთხოვნა უცვლელია. ისინი ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დასჯას მოითხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა მხარემ არაერთხელ დააყენა დამნაშავის ქართული მხარისთვის გადმოცემის საკითხი, რუსი სამხედრო ამ დრომდე დაუსჯელია.