ჯორჯიის შტატში სკოლის ავტოსადგომზე გამართული სროლის შედეგად ერთი ქალი გარდაიცვალა, ორი დაიჭრა.
აცხადებენ, რომ შემთხვევა სკოლის გამოშვების ცერემონიის შემდეგ მოხდა, როცა მოსწავლეების ნათესავები სახლებში ბრუნდებოდნენ და სავსე ავტოსადგომზე მათ შორის უთანხმოება მოხდა. რომელიც კონფლიქტში გადაიზარდა, რასაც სროლა მოჰყვა. ინცინდენტის შედეგად ერთმა ქალმა მიიღო ცეცხლსასროლი იარაღის ჭრილობები ფეხზე, მეორე იქნა ნაცემი. ხოლო ერთი გარდაიცვალა.
ერთი დღით ადრე, სროლა მოხდა სანტა-ფეს სკოლაში (ტეხასის შტატი). შემთხვევას ათი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. კიდევ ათი დაიჭრა. ცეცხლი 17 წლის სკოლის მოსწავლემ გახსნა.