გუშინ კუბაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად სამი მგზავრი გადარჩა. სამივე მათგანი ქალია. მათი მდგომარეობა ექიმების განცხადებით სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ნათქვამია ექიმების მიერ გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც ტელეარხმა "CubaTV" გადმოსცა.
ცნობისთვის, გუშინ კუბაში სამგზავრო თვითმფრინავმა "Boeing-737"-მა ვარდნა განიცადა, რომლის ბორტზეც 110 ადამიანი იმყოფებოდა, ეკიპაჟის წევრების ჩათვლით. მათგან მხოლოდ სამი ადამიანი გადარჩა.
ქვეყანაში მომხდართან დაკავშირებით გლოვაა გამოცხადებული.