შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით, განმეორების შემთხვევაში შესაძლოა პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგეს.
მისი თქმით, უწყება მუშაობს რომ ამ მიმართულებით სასჯელი ადმინისტრაციულიდან სისხლის სამართალზე გადავიდეს.
მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ცივი იარაღის ფლობაზეც ისაუბრა.
"ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით, ძალადობის განმეორების შემთხვევაში გვინდა რომ ადმინსიტრაციულის ნაცვლად სისხლის სამართლაზე გადავიდეთ. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ასევე, ცივი იარიაღის ნაწილში. დღეს ცივი იარიღი არის საკმაოდ სერიოზული გამოწვევა, რომელიც სერიოზულ ციფრებში არის გამოხატული", - განაცხადა გახარიამ.