სასიკვდილო ვირუსი ებოლას დადასტურებული შემთხვევა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 14-მდე გაიზარდა. განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრეს-მდივანმა ტარიკ იაზარევიჩმა გამართული ბრიფინგის დროს.
"მას შემდეგ, რაც დაინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შეცვალა დაავადების გავრცელების „მაღალი“ დონე „ძალიან მაღალი“ მაჩვენებლით. თუმცა, საბედნიეროდ გავრცელება რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე ჯერ კიდევ დაბალი რჩება. საერთო რაოდენობა ებოლას შემთხვევის დაფიქსირების ამ დროისთვის შეადგენს 45 დაინფიცირებულს. მათგან 14-ის მდგომარეობა დამტკიცებულია როგორც კრიტიკული, 10 მათგანი ეჭვმიტანილია დაავადების ტარებაში, ხოლო 21 შემთხვევა შესაძლოა იყოს ებოლათი დაინფიცირების ალბათობა“ - განაცხადა მან.
მისი თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აპირებს გამოიყენოს კონგოს რესპუბლიკაში დამზადებული ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინა. ჯამში, დაავადებულთა რიცხვი, რომელთაც დაზუსტებული ინფექცია აქვთ ან შესაძლოა იყვნენ ამ ვირუსის მატარებლები 120-მდე აღწევს. ყველა მათგანი ვალდებულია მიიღოს ვაქციანა.