თელ-ავივის აეროპორტთან მდებარე რაიონში გაჩენილი ხანძრის გამო რამდენიმე რეისი გადაიდო. იუწყება ადგილობრივი ტელევიზია.
მათი ინფორმაციით „ხანძარმა, რომელიც დასახლებულ პუნქტთანაა გაჩენილი, აეროპორტთან ახლოს, გამოიწვია რეისების შეფერხება. ჯერ-ჯერობით ერთი თვითმფრინავი გაიგზავნა სხვა აეროპორტში დასაჯდომად, ხოლო ყველა დანარჩენი სხვა ფრენები ხორციელდება სახანძრო სამსახურებთან შეთანხმებით“.
ისრაელში რამდენიმე დღეა ძალიან ცხელი, მშრალი და ქარიანი ამინდებია შენარჩუნებული, რაც ხელს უწყობს ხანძრის გაჩენას. ქვეყნის ცენტრში პოლიცია იძულებული გახდა გადაეკეტა მოძრაობა ავტომანქანების მაგისტრალზე ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. ასევე შეჩერდა მატარებლის მოძრაობა ერთ-ერთ მაგისტრალზე.