ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ რეგიონის ჯანდაცვის სამმართველო იტყობინება.
მისმა ქალიშვილმა იულიამ, რომელიც შხამის ზემოქმედების შედეგად მასზე ნაკლებად დაზარალდა, საავადმყოფო აპრილში დატოვა.
სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს მოწამლეს. ინციდენტმა საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია. ლონდონი ყოფილი აგენტისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში მოსკოვს ადანაშაულებს, რასაც რუსეთი კატეგორიულად უარყოფს.
სკრიპალის საქმის გამო ლონდონმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. ბრიატანეთს მხარი დაუიჭირა ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა, აშშ-მა და ზოგიერთმა სხვა სახელმწიფომ.