ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერთან ლიუ ჰესთან, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილა.
"დღეს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელებმა დაიწყეს შეხვედრების სერია ჩინეთის სამთავრობო დელეგაცისთან მიმდინარე სავაჭრო დისკუსიების ფარგლებში. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, პრეზიდენტის მკაფიო მიზნების შესახებ ჩინეთთან სამართლიანი სავაჭრო ურთიერთობებისთვის" - აცხადებს თეთრი სახლი.
როგორც ჩინეთის კომერციის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ტრამპისა და ლიუ ჰეს შეხვედრისას, ამერიკის პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ ორი ქვეყნის სპეციალისტები ერთობლივად იმუშავებენ კონსტრუქციულად არსებული ორმხრივი წინააღმდეგობების მოსაგვარებლად სავაჭრო სფეროში.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა დასძინა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს კარგი ურთიერთობები სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში.
"ორივე ქვეყანა ეკონომიკური განვითარების კარგ ტენდენციას ინარჩუნებს. მათ აქვთ უზარმაზარი საბაზრო პოტენციალი, ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობისთვის" - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.