დღეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროში, მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებთან, გაფართოებულ შეხვედრას გამართავს.
შეხვედრის მიზანია ცოტა ხნის წინ დაანონსებული საკრედიტო-საგარანტიო ფონდის ამოქმედების მექანიზმებზე მსჯელობა, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობა ამ რეფორმის განხორციელების პროცესში, როგორც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების, ისე ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.