ბორჯომში, მესხეთის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ბორდიულს შეეჯახა და ამოტრიალდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.