ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი განახორციელა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის.
ისრაელის პრემიერის ოფიციალური განცხადების თანახმად, საუბრისას ნათანიაჰუმ მერკელს უთხრა, რომ აშშ-ის გამოსვლამ ბირთვული გარიგებიდან „ირანის აგრესიის შეჩერებისა და მისი ბირთვული იარაღის თავიდან აცილების“ შესაძლებლობა შექმნა. მან ასევე მადლობა გადაუხადა გერმანიის კანცლერს „ირანის აგრესიის დაგმობისთვის და ისრაელის მხარდაჭერისთვის - დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი".
საფრანგეთის პრეზიდენტთან საუბრისას, განიხილეს სიტუაცია ღაზას სექტორში. ისრაელის პრემიერმა აცნობა მაკრონს, რომ ისრაელი გააგრძელებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვას უსაფრთხოების სფეროში.