დღეს, 17 მაისს 11:00 საათზე, საასტუმრო რუმსში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პრეზენტაიცას გაიმართავს თემაზე: საქართველოს რეგიონებში სალაშქრო ბილიკების მონიშვნა და ონლაინ სივრცეში გადატანა. ღონისძიებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.