თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ადვოკატმა, ბექა ბასიალიამ საქმის განმხილველი მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა. როგორც ბასილაიამ აღნიშნა, არსებობს ვარაუდი, რომ მოსამართლე მიკერძოებულია, რაც წინა პროცესზე გამოჩნდა. ბასილაიამ ასევე განაცხადა, რომ მოსამართლე მოწმეს ერთგვარად ეხმარებოდა კითხვაზე პასუხის გაცემაში.
მოსამრთლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
„შუამდგომლობაში მითითებული იყო, რომ მოსამართლე აქტიურად ერევა პროცესში, თითქოს მხარეთა შეუთანხმებლობის გარეშე სვამდა კითხვას. თურმე მე დავსვი კითხვა, დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემას არ ვაცდიდი მოწმეს და მე ვპასუხობდი ჩემ კითხვას. დაცვის მხარეს ალბათ უბრალოდ მოერიდა მოსამართლის შეურაცხმყოფელი სიტყვის ჩაწერა შუამდგომლობაში, თორემ დაწერდა, მოსამართლე გაგიჟებულაო, თვითონ სვამს კითხავს და თვითონვე პასუხობსო. მშვიდად ვარ, რადგან პროცესის გადაღება, ვიდეო-აუდიო ჩაწერა ხდება. ამას ვერავინ გააყალბებს და ჩემი ყველა სიტყვა იქნება აღბეჭდილი. ამას საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს როგორც დაცვა, ისევე სასამართლო. სად მოისმინა დაცვის მხარემ, რომ ნებართვის გარეშე დავსვი კითხვა, მე დავსვი კითხვა და თავად გავეცი პასუხი. ადვოკატს ალბათ მისამართი აერია. მსგავსი შემთხვევა ალბათ სხვა პროცესზე მოხდა და აერია ბატონ ადვოკატს. არავითარი საფუძველი, რომ მიკერძოებული ვიყო, არ არსებობს, შესაბამისად არ ვაკმაყოფილებ შუამდგომლობას“, – განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.
სასამართლოში საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით გაფლანგვის საქმეზე მთავარი აუდიტორი ნოდარ ვეკუა იკითხება. მან ყველა ის დოკუმენტი შეისწავლა, რის საფუძველზეც, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს, ბრალი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრადლებით წაუყენეს.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას ბრალად სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით ჯგუფურად გაფლანგვა ედებათ ბრალად. საუბარია, 9 მილიონ ლარზე.