მალე თვითმფრინავებში შესაძლოა ანტიბაქტერიული სავარძლები გამოჩნდეს. ინიციატივა გერმანულ კომპანია Recaro Aircraft Seating GmbH-ს ეკუთვნის.
კვლევები აჩვენებს, რომ სიმაღლზე ბაქტერიები და ვირუსები კიდევ უფრო აქტიურად მრავლდება. დადგენილია, რომ სიმაღლზე 1 კვადრატულ დიუმ ფართობზე 1 ათასზე მეტი საშიში მიკროორგანიზმი ბუდობს. ამ ფონზე გერმანული კომპანია Recaro Aircraft Seating GmbH-ს წარმომადგენლებმა აღნიშნული პრობლემის მოგვარება განიზრახეს და ანტიბაქტერიული სავარძლების შექმნაზე დაიწყეს აქტიური მუშაობა, რომელიც გაყიდვაში 2-3 წელში ჩაეშვება.
ანტიბაქტერიული სავარძლის საორიენტაციო ღირებულება 95 ათასი დოლარია. გადაწყვეტილია, რომ ბიზნეს-კლასისათვის განკუთვნილ ანტიბაქტერიულ სავარძლებს მასაჟორიც ექნება.
როგორც ცნობილია, ჰაერში ყოფნისას თვითმფრინავში ერთიდაიგივე ჰაერის ცირკულაცია ხდება, რაც ბაქტერიებისა და დაავადებების გატანის რისკს კიდევ უფრო ზრდის.