ჰილარი კლინტონი შეურაცხყოფს საკუთარ თავს და ამერიკას თავისი მოქმედებებით, განაცხადა ნიუ-იორკის ყოფილმა გუბერნატორმა ბეთსი მაქოუიმ.
პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ კლინტონმა თავის მარცხში 2016 წლის პრეზიდენტობის არჩევნებში, დაადანაშაულა გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი ჯეიმს კომა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, მისი კონკურენტი ბერნ სანდერსი, „მწვანეთა" პარტიის კანდიდატი ჯილ სტაინი, ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ასევე რასიზმი და სექსიზმი.
"მან დაასახელა ბევრი მიზეზები საკუთარი მარცხისა, თუმცა საკუთარ წიგნში მან დაწერა სიმართლე: ის ამბობს, რომ შეეგუა ფაქტს, რომ მილიონობით ამერიკელს ის უბრალოდ არ უყვარს. სამწუხაროდ, სინამდვილეში ამ ფაქტს ის არ ეგუება, რადგან მას გლობალური მასშტაბის ნერვიული კრიზისი აქვს. ის დადის ქვეყნიდან ქვეყანაში, ქალაქიდან ქალაქში და კვალვ ადანაშაულებს ხან ვის და ხან ვის, რომ წააგო ეს რბოლა“ - განცხადა მაქოუიმ ტელეარხ Fox Business-თან.
მან ასევე დასძინა, რომ ასეთი საქციელი სამარცხვინოა, არა მხოლოდ თვითონ კლინტონისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის.