რუსთავში, ქუთაისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ შსს-ში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მცირედ დაზიანდა ავტომობილები, მომხდარის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულად დაჯარიმდა საპატრულო ეკიპაჟის მძღოლი.