დიდი ბრიტანეთი მიზნად არ ისახავს შეცვალოს პოლიტიკური რეჟიმი ირანში. აცხადებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბორის ჯონსონი.
"მე არ მიმაჩნია, რომ რეჟიმის შეცვლა თეირანში წარმოადგენს იმ მიზანს, რომელსაც ჩვენ უნდა მივაღწით. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მივაღწევთ რეჟიმის ცვლილებას რაღაც ეტაპზე, მაგრამ მე არ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს იქნებოდა ცვლილება უკეთესობისკენ“ - განაცხადა ჯონსონმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 მაისს განაცხადა, რომ ის გადიოდა ისტორიული მრავალმხრივი შეთანხმებიდან - ირანის ბირთვული მოლაპარაკების პროგრამიდან, რომელიც მიღწეულ იქნა ექვსი საერთაშორისო მოკავშირე ქვეყნის - ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის მიერ.