მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის, იგივე ბახალას სასამართლო პროცესი გადაიდო.
გადადების მიზეზი ერთ-ერთი ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.
შემდეგი სხდომა 29 მაისს, 13:30 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გიორგანაშვილი მიმდინარე წლის 23 იანვარს, პირდაპირ სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს. მოსამართლემ გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი 45 აბის და 4 აბის ნატეხის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა. თუმცა, გამოძიებამ მას 2 აპრილს ბრალი ორგანიზებული ნარკოდანაშაულისთვის დაუმძიმა.