ღაზას სექტორის საზღვარზე ისრაელელ სამხედროებთან შეტაკების შედეგად დაღუპულ პალესტინელთა რაოდენობა 59-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის რვა თვის გოგონაა, რომელიც გაზით მოიწამლა.
ღაზაში ვითარება იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გადატანის ფონზე გამწვავდა. საელჩოს, რომლის გახსნის საზეიმო ცერემონია გუშინ გაიმართა, ისრაელის სახელმწიფოებრიობის 70 წლისთავს მიეძღვნა.
უწესრიგობების საპასუხოდ ისრაელელმა სამხედროებმა ცეცხლი აგრესიულად განწყობილ აქციის მონაწილეებს გაიუხსნეს. ქვეყნის პრემიერმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ ამ ქმედებებს თავდაცვითი ზომები უწოდა.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროის მონაცემებით, საზღვრის 12 უბანზე აქციები 35 ათასმა ადამიანმა მოაწყო. სამხედროების თქმით, დემონსტრანტები ისროდნენ თვითნაკეთ ასფექთებელ მოწყობილობებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, წვავდნენ საბურავებს და ამტვრევდნენ საზღვის დამცავ ჯებირებს.
იერუსალიმის სტატუსი მრავალწლიანი დაპირისპირების დარეგულირებაში ერთ-ერთ მთავარი სადაო საკითხია.
პალესტინა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს.
დეკემბერში დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და იქ ამერიკის საელჩოს გადატანის გადაწყვეტილბა მიიღო. ამის გამო რამდენიმე არაბულ ქვეყანაში საპროტესტო აქციებმა იფეთქეს.