რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა შეტაკების შედეგად ღაზას სექტორში იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნის დღეს, რომლებიც საელჩოს გახსნას აპროტესტებდნენ. წერს BBC.
სულ ცოტა 55 პროტესტის მონაწილე დაიღუპა და 2700-მდე დაშავდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნათანიაღლუმ მომხდარს რადიკალური დაჯგუფება "ჰამასისგან" სამხედრო თავდაცვა უწოდა, რომელიც კონტროლირებას უწევს ღაზას სექტორს და მათი მიზანია ისრაელის განადგურება.
თეთრი სახლი შეტაკებაში ჰამასს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ძალადობის პროვოცირება მოახდინეს პალესტინელი დაჯგუფებების მებრძოლებმა.
თუმცა, ბევრმა მსოფლიო ლიდერმა დაადანაშაულა ისრაელი დემონსტრანტების მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაში.
ისრაელი თავის მხრივ აცხადებს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი გამოყენებულ იქნა არა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომელბიც გადევნეს ჩვეული მეთდებით, როგორიცაა ცრემლსადენის გაზის გამოყენება, არამედ ხალხში მყოფი ექსტრემისტების წინააღმდეგ.
ცნობისთვის, იერუსალიმში აშშ-ის საელჩო 14 მაისს გაიხსნა.